03 ოქტომბერი 2024,   17:23
ვრცლად
ომბუდსმენი სამართალდამცველების არაადეკვატურ მოქმედებებზე საუბრობს

სახალხო დამცველი სამართალდამცველების არაადეკვატურ მოქმედებებზე საუბრობს.

ამ შინაარსის განცხადება უჩა ნანუაშვილმა დღეს ილიაუნში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით გააკეთა.

მისი თქმით, უნდა გააქტიურდეს მუშაობა როგორც პოლიციელების მიმართ, ასევე საკანონმდებლო დონეზე.

„სამართალდამცავი ორგანოები, სამწუხაროდ, არ რეაგირებენ დროულად და ადეკვატურად. მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა არის საჭირო, მათ შორის კანონმდებლობის გამკაცრება, ასევე უშუალოდ პოლიციელებთან მეტი მუშაობა. უნდა იყოს მესიჯი პოლიციელებისადმი, რომ მათ მოახდინონ ასეთი ტიპის შეტყობინებებზე დროული რეაგირება“, - აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები