20 აპრილი 2024,   00:18
ვრცლად
საქართველოს ახალგზარდული ნაკრები ევროპირველობის შესარჩევ ეტაპზე ლიდერობს

2 ჩატარებული შეხვედრა და მოპოვებული ქულათა მაქსიმუმი. ასეთია საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მონაგარი ევროპირველობის შესარჩევ ეტაპზე. ამასთან, ცეცაძის გუნდის ანგარიშზე, მეტოქეთა კარში გატანილი 7-ი უპასუხო გოლია. ტურნირის სტარდამდე, ნაკრების მთავარი მწვრთნელი, გია ცეცაძე პირველ 2 მატჩში 6 ქულის მოპოვებას გეგმავდა და მოიპოვა კიდეც.

არახალია, რომ ცეცაძე ქართულ საფეხბურთო რეალობაში, ერთ-ერთი გამორჩეული და საინტერესო შეხედულებების მატარებელი მწვრთნელია. მის მიერ გაწვრთნილი გუნდი, ყოველთვის ცდილობს ხარისხიანი, შემტევი და შედეგზე ორიენტირებული თამაში აჩვენოს და ეს ლიხტენშტეინისა და აზერბაიჯანის ნაკრებებთან ორთაბრძოლებშიც ნათლად დადასტურდა.

ქართველმა 21- წლამდელებმა, საკუთარ მოედანზე, ჯერ ლიტენშტეინს სძლიეს დიდი ანგარიშით 4-0 ხოლო. 10 სექტემბერს კი სტუმრად აზერბაიჯანის ნაკრებიც დამაჯერებლად, 3-0 დაამარცხეს. შეხვედრა, თავიდანვე ქართველთა უპირატესობით წარიმართა და ეს თამაშის შედეგზეც აისახა. პირველი ტაიმის დასრულებმადე აღარაფერი რჩებოდა, როცა ვატო არველაძემ საქართველოს ნაკრები დააწინაურა. მეორე ნახევარში მასპინძლები უმცირესობაში დარჩნენ, რამაც ცეცაძის ფეხბურთელებს მეტი სივრცეები გაუჩინა. ქართველებმაც ისარგებლეს და შეცვლაზე შემოსულმა ბუღრიძემ, არაბიძის გადაცემის შემდეგ სტუმართა უპირატესობა ორამდე გაზარდა. 84-ე წუთზე, კი უკვე ბუღრიძემ გაუწია ასისტენტობა არაბიძეს, რომელმაც ეფექტური, გამოზომილი დარტყვით, შეხვედრის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

3-0 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ და ცეცაძის გუნდი, მოპოვებული 6 ქულით ჯგუფის ლიდერია.

ფოტო: Sportall.ge

დღის ამბები