25 აპრილი 2024,   13:27
ვრცლად
ცხენოსნობაში კასპია-კავკასიის ლიგის მსოფლიო თასის შესარჩევმა ეტაპმა ლისის ტბის იპოდრომზე დღეს სტარტი აიღო

ცხენოსნობაში კასპია-კავკასიის ლიგის მსოფლიო თასის შესარჩევმა ეტაპმა ლისის ტბის იპოდრომზე დღეს სტარტი აიღო.

ტურნირში, რომლის საპრიზო ფონდი 5 000 ამერიკულ დოლარს შეადგენს, ქართველი, აზერბაიჯანელი და ბელორუსი ცხენოსნები იღებენ მონაწილეობას. სამდღიანი შესარჩევი ეტაპის პირველი დღე ბელორუს იგორ მაროცკის გამარჯვებით დასრულდა, მეორე-მესამე ადგილებზე ქართველი სპორტსმენები გავიდნენ.

შეჯიბრება ხვალ განახლდება,შესარჩევი ეტაპის დასკვნითი ფინალური ეტაპი კი 15 სექტემბერს გაიმართება.

„მესამედ ვიმყოფები საქართველოში და სიმართლე გითხრათ, ყოველ ჯერზე ვრწმუნდები, რომ სპორტის ეს სახეობა ქართველებს ძალიან გიყვართ, ტურნირი უმაღლეს დონეზეა ორგანიზებული. რაც შეეხება ჩემს გამოსვლას, რასაკვირველია, რთული იყო გამარჯვების მოპოვება, თუმცა დასახული მიზანი შესრულებულია. ხვალ და ზეგ შევეცდები, თავი კვლავ საუკეთესო კუთხით წარმოვაჩინო,“ - განაცხადა ტურნირის გამარჯვებულმა.

დღის ამბები