03 ოქტომბერი 2024,   17:29
ვრცლად
სასკოლო ასაკთან დაკავშირებით ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებას უკმაყოფილება მოყვა

სასკოლო ასაკთან დაკავშირებით "ზოგადი განათლების შესახებ" კანონში ცვლილებას უკმაყოფილება მოჰყვა.

მშობლები „კურიერთან“ საუბარში ამბობენ, რომ ერთი თვის გამო მთელი წლის დაკარგვა დაუშვებელია და ასეთი პრაქტიკა კომუნისტურ წყობაში იყო. პრობლემას კი ასეთი ბავშვების მშობლები ფულით აგვარებდნენ.

გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს განათლების სამინისტრო. მინისტრის არგუმენტით ეს გადაწყვეტილება ექსპერტებისა და ფსიქოლოგების მიერ შემუშავებული რეკომენდაციის საფუძველზე განხორციელდა. 

„დაკარგვასთან დაკავშირებით ეს პრეტენზია ცოტა გაუგებარია. ერთ გამონაკლისს მოჰყვება მეორე გამონაკლისი. ჩვენ რომ ზღვრად დავნიშნოთ 30 სექტემბერი, მერე დაიწყება ლაპარაკი 2 ოქტომბერზე,“ - აცხადებს მინისტრი.

სანიკიძის თქმით, გამონაკლისი მხოლოდ წლევანდელ წელს დაუშვეს, როდესაც სკოლებში 1 იანვრამდე დაბადებული ბავშვები მიიღება. მომავალი წლიდან კი არანაირი გამონაკლისი არ დაიშვება.

დღის ამბები