03 ოქტომბერი 2024,   17:25
ვრცლად
ცოლის მოკვლა დანაშაულია! - აქცია იუსტიციის სამინისტროსთან

ცოლის მოკვლა დანაშაულია! ცოლის მოკვლაც კრიმინალია! - ამ ლოზუნგებით იუსტიციის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ქალთა მიმართ ძალადობის გახშირებული შემთხვევები გააპროტესტეს და სახელმწიფოს რეაგირებისკენ მოუწოდეს.

არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, ბოლო ათი თვის განმავლობაში საქართველოში ძალადობას 20 ქალი ემსხვერპლა. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ძალადობის მაჩვენებელი ქვეყანაში ყოველწლიურად მატულობს.

ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში დაგეგმილ აქციაზე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და სტუდებები იყვნენ შეკრებილები.  

აქციის მონაწილეებმა აქციაზე ილიას უნივერსიტეტში მომხდარი მკვლელობაც გააპროტესტეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები