აკი ბაშოს მე-14 დღეს ქართველი ოძეკი ტოჩინოშინი მიოგირიუსთან იორიკირის ილეთით დამარცხდა და ოძეკის ტიტული დაკარგა, თუმცა იმედია მას სეკივაკეს რანგში მხოლოდ 2 თვე მოუწევს ყოფნა.
იმ შემთხვევაში, თუ ნოემბერში გასამართ ბაშოზე ქართველი გოლიათი მინიმუმ 10 მოგებას მოაგროვებს, ის კვლავ დაიბრუნებს ოძეკის წოდებას.
ლევან გორგაძემ შერკინება კარგად დაიწყო, საკმაოდ კარგი ტაჩიაის შემდეგ მოახერხა და მარცხენა ხელი მავაშში ჩაავლო, თუმცა ტრავმირებულმა მუხლმა, რომელიც უკვე მეორე ბაშოა, განსაკუთრებულად აწუხებს და ტკივილგამაყუჩებლით უწევს ბრძოლების ჩატარება, არ მისცა საშუალება მეტოქე დოჰიოდან გაეყვანა.
მიოგირიუ მიაწვა და ტოჩიმ ქუსლი დოჰიოს მიღმა გადადო. ამ მარცხის შემდეგ, ქართველმა ფალავანმა მე-8 მარცხი იწვნია და მაკე-კოჩი, ანუ უარყოფითი ბალანსი გაიფორმა.
ტოჩინოშინი ხვალ, აკი ბაშოს დასკვით დღეს ოძეკი გოეიდოს დაუპირისპირდება. ჯურიოს, ანუ რანგით მეორე დივიზიონში ოშიდაშის ილეთით გაიმარჯვა კიდევ ერთმა ქართველმა ფალავანმა გაგამარუმ კოტოტებაკარი დაამარცხა და მასაც 6:8-ზე გაუხდა ბალანსი.
ავტორი: არჩილ ჭიჭიბოშვილი