აფენი-გურჯაანის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 1985 წელს დაბადებული კაცი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომანქანა, რომელსაც სოფელ ვეჯინში გამგებლის ყოფილი წარმომადგენელი ლევან ჯანიაშვილი მართავდა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და ჭაობში გადავარდა.
ასებული ინფორმაციით, ლევან ჯანიაშვილი შემთხვევის დროს ავტომანქანიდან გადმოვარდა და მას მანქანა ზედ დაეცა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.