03 ოქტომბერი 2024,   17:30
ვრცლად
მოსყიდვის ფაქტზე ორი ადამიანია დაკავებული

შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტომ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" სერვისცენტრის ორი თანამშრომელი ჯგუფურად ჩადენილი კომერციული მოსყიდვის ფაქტზე დააკავა.

დაკავებულები არიან შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" სერვისცენტრის თანამშრომლები, – 1978 წელს დაბადებული თემურ ჩერქეზიშვილი და 1979 წელს დაბადებული მამუკა წერეთელი.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული პირები თბილისში, სასტუმრო "ალრაშიდის" უცხოელ მფლობელს 1100 ლარის სანაცვლოდ სთავაზობდნენ სასტუმროში განთავსებულ წყლის მრიცხველებზე ხარჯვის მონაცემების შეცვლა-შემცირებას.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი კომერციული მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს. საქმე აღძრულია  სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებას შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

დღის ამბები