18 ნოემბერი 2024,   04:46
ვრცლად
ბორჯღალოსნები ფიჯის ნაკრებთან დამარცხდნენ

იაპონიაში მიმდინარე მორაგბეთა მსოფლიო თასზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მეორე მარცხი განიცადა. ამჯერად ბორჯღალოსნები გამანადგურებელი სხვაობით 10-45 ფიჯისთან დამარცხდნენ.

შეხვედრა ფიჯის უპირატესობით წარიმართა, პირველი ნახევარი ფიჯელმა მორაგბეებმა 7-3 მოიგეს.

მეორე ტაიმში ქართველებმა ვერაფერი დაუპირისპირეს მეტოქეს სწრაფ შეტევებს, საბოლოოდ ფიჯიმ საქართველოს ნაკრების ჩათვლის ზონა შვიდჯერ აიღო, ბორჯღალოსნებმა მეტოქეს შერკინებაშიც ვერ აჯობეს.

რიგით მეოთხე შეხვედრას მიმდინარე მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრები ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტთან ავსტრალიასთან გამართავს.

დღის ამბები