03 ოქტომბერი 2024,   17:25
ვრცლად
აფრიკის დასახლებაში დიზელით დატვირთული ვაგონები გადაბრუნდა

აფრიკის დასახლებაში, ქინძმარაულის ქუჩის მიმდებარედ განთავსებული ლიანდაგებიდან, გუშინ საღამოს, დიზელით დატვირთული 2 ვაგონი გადაბრუნდა. შემთხვევა ვაგონებზე თბომავლის შეჯახებამ გამოიწვია.

ადგილზე 6 სახანძრო და სამაშველო სამსახურის 2 ბრიგადა მუშაობდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურში შეტყობინება ავარიის შესახებ 17:25 საათზე შევიდა. სპეციალისტებმა გადაბრუნებული ცისტერნებიდან ამოტუმბული დიზელი სხვა ავზებში გადაიტანეს. შემთხვევას აალება არ მოჰყოლია. თუმცა, პრევენციის მიზნით ადგილზე სახანძრო სამსახურის ბრიგადები გვიანობამდე იყვნენ მობილიზებულები.

მომხდართან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ "17 ოქტომბერს, დაახლოებით 18 საათზე სადგურ თბილისის მახარისხებელში ადგილი ჰქონდა 2 ვაგონ-ცისტერნის ლიანდაგიდან აცდენის ფაქტს.ტერიტორიაზე მუშაობენ შესაბამისი ექსპერტები, რათა დადგინდეს შემთხვევის გამომწვევი მიზეზი."

 

დღის ამბები