03 ოქტომბერი 2024,   17:26
ვრცლად
რესტორანში ტერმინალმა ობამას საკრედიტო ბარათი არ მიიღო

ნიუ-იორკის ერთ–ერთ რესტორანში სადილობის დროს ბარაკ ობამა უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა. ტერმინალმა შეერთებული შტატების პრეზიდენტის საკრედიტო ბარათი არ მიიღო.

კურიოზული შემთხვევის შესახებ, რომელიც გაერო-ს გენერალური ასამბლეის დროს მოხდა, ჟურნალისტებს თავად ობამამ უამბო.

მისი ვარაუდით, ბარათი ბანკმა დაბლოკა იმის გამო, რომ დიდი ხნის განმავლობაში არ იყო გამოყენებული.

საბოლოოდ ანგარიშის გადახდა რესტორანში შეერთებული შტატების პირველ ლედის, მიშელ ობამას მოუწია.

დღის ამბები