03 მაისი 2024,   18:04
ვრცლად
აშშ და ევროკავშირი თურქეთს სირიიდან ჯარის გაყვანისკენ მოუწოდებენ

თურქეთ-სირიის საზღვარზე აქტიური საბრძოლო მოქმედებებია. ბრძოლა სირიის ქალაქ რას ალ-აინისთვის მიმდინარეობს, რომელზეც თურქულმა ავიაციამ იერიშები მიიტანა.

ჯერჯერობით უცნობია არიან თუ არა კონკრეტული დაბომბვის შედეგად დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეები. ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი თურქეთს სირიიდან ჯარის გაყვანისკენ მოუწოდებენ.

დასავლეთში შიშობენ, რომ თურქეთის სამხედრო ოპერაციამ შესაძლოა დაეშის ტერორისტების წინააღმდეგ მიღწეული პროგრესი შეაფერხოს და მსოფლიოში ტერორისტული აქტების საფრთხე გაიზარდოს.

დღის ამბები