27 დეკემბერი 2024,   17:41
ვრცლად
ახალი ჰესი პანკისში - 27 მეგავატიანი ჰიდრო ელექტრო სადგურის მშენებლობა ნოემბრიდან უნდა დაიწყოს

ახალი ჰესი პანკისში. 27 მეგავატიანი ჰიდრო ელექტრო სადგური, "სამყურისწყალი 2"-ის მშენებლობა ნოემბრიდან უნდა დაიწყოს. კომპანია "ფერიში", რომელიც ჰესს აშენებს, ამტკიცებენ, რომ ელექტრო სადგური დასახლებული პუნქტიდან 15 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს და ის ადგილობრივებს არანაირ პრობლემას არ შეუქმნის.

საწინააღმდეგოს აცხადებენ EMC-ში, სადაც მიმდინარე სასამართლო პროცესის დასრულებამდე მშენებლობის დაწყების მიზანშეუწონლობაზე საუბრობენ.

"ამ მცირე ხეობისთვის 4 ჰესის მშენებლობა მთლიანობაში არსებით გავლენას მოახდენს ბუნებრივ გარემოზე, მათ შორის, მან შეიძლება წყლის რესურსის შემცირება გამოიწვიოს, ეკო სისტემის ცვლილება,"- განაცხადა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორმა, თამთა მიქელაძემ. 

დღის ამბები