03 ოქტომბერი 2024,   17:28
ვრცლად
მთავრობამ, შესაძლოა, ციტრუსის სუბსიდირებაზე უარი თქვას

სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია ამბობს, რომ მთავრობას ციტრუსის სუბსიდირებასთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება არა აქვს მიღებული და ამ ეტაპზე მიმდინარეობს სუბსიდირების საჭიროების ანალიზი.   

ეს განცხადება ოთარ დანელიამ დღეს "ბიზნესკურიერთან" საუბრისას გააკეთა. 

"თვის ბოლომდე გვეცოდინება, სად რა დოზით იქნება ან თუ არ იქნება სუბსიდირება," - განაცხადა დანელიამ და დააზუსტა, რომ არ არის გამორიცხული, წელს ციტრუსის სუბსიდირება საერთოდ არ განხორციელდეს.  

დღის ამბები