03 ოქტომბერი 2024,   17:26
ვრცლად
ომბუდსმენი წყალტუბოში დევნილებს შეხვდა

სახალხო დამცველი წყალტუბოში კოლექტიურ ცენტრებში მცოვრებ დევნილებს შეხვდა და პირადად მოისმინა მათი პრობლემები.

დევნილები მთავარ პრობლემად განსახლებას ასახელებენ. მათი თქმით, მთავრობა წყალტუბოსთვის საკურორტო ზონის სტატუსის დაბრუნებას გეგმავს, რაც ავტომატურად მათ გამოსახლებას გულისხმობს. თუმცა, ამ დრომდე არცერთ მათგანს არა აქვს ინფორმაცია, სად მოხდება მათი განსახლება და როდის.

წყალტუბოს პანსიონატებში შესახლებულ დევნილებს რამდენიმე სერიოზული პრობლემა აქვთ. კერძოდ, შენობების ნაწილი ამორტიზირებულია და სერიოზულ გამაგრებას საჭიროებს. მათი თქმით, დაზიანებული ჭერის ჩამონგრევის შემთხვევბიც ყოფილა, რაც ამ ობიექტში მცხოვრებთა სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია. არ ფუნქციონირებს კანალიზაციის სისტემა, სარდაფებში დგას წყალი, რთულია ჰიგიენური პირობების დაცვა, არ ხდება ბუნებრივი აირის მიწოდება, ხოლო მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური იმდენად მაღალია, რომ დევნილებს არა აქვთ საფასურის გადახდის შესაძლებლობა.

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ აუცილებელია, დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლები შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში ჩავიდნენ და ადგილზე გაეცნონ სიტუაციას. გასცენ პასუხები დევნილთა მიერ დასმულ ლეგიტიმურ კითხვებს და მიმართონ ყველა აუცილებელ ზომებს, რათა მოხდეს მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და მათი ადეკვატური საცოხვრისით ეტაპობრივი უზრუნველყოფა.

სახალხო დამცველის აპარატი ზემოხსენებული პრობლემების სიღრმისეული გაანალიზების შემდგომ აპირებს, დევნილთა და განსახლების სამინისტროს კონკრეტული რეკომენდაციით მიმართოს. 

დღის ამბები