ოკუპირებულ ცხინვალში ქალის გარდაცვალების ფაქტს შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ეხმაურება. ციხელაშვილის განცხადებით, მოსახლეობა ადგილზე კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება და მარიონეტულ რეჟიმს ერთადერთი გადასასვლელი გზის გახსნისკენ მოუწოდებს.
"ძალიან კრიტიკულ მდგომარეობაში გახლავთ მოსახლეობა. ეს ტრაგედია არ არის ერთადერთი შემთხვევა, საუბედუროდ მოსახლეობას სჭირდება გადაადგილებისთვის სასიცოცხლო საჭიროებები. ეს არის მორიგი მსხვერპლი საოკუპაციო რეჟიმის. მოვუწოდებ ყველას დაუყოვნებლივ გახსნან ახალგორის გადასასვლელი რადგან მოსახლეობას რეალური საფრთხე ექმნება," - აცხადებს სახელმწიფო მინისტრი.
შეგახსენებთ, ცხინვალის მარიონეტულმა რეჟიმმა ერთი თვეა ერთადერთი გადასასვლელი ჩაკეტა. რეგიონში საკვების და მედიკამენტების დეფიციტია. ე.წ. მთავრობის ამ ქმედებას უკვე ემსხვერპლა ერთი ადამიანი. მიზეზი - ადგილზე სამედიცინო დახმარების დაგვიანებული აღმოჩენა გახდა.