21 დეკემბერი 2024,   17:18
ვრცლად
თავდასხმა რუსეთში - დანით შეიარაღებული მამაკაცი საბავშვო ბაღში შეიჭრა და 6 წლის ბიჭი მოკლა

რუსეთის ქალაქ ნარიან-მარში დანით შეიარაღებული მამაკაცი საბავშვო ბაღში შეიჭრა და 6 წლის ბიჭი მოკლა. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება მომხდარ ფაქტს ნენთა ავტონომიური რეგიონის საგამოძიებო კომიტეტიც ადასტურებს.

საგამოძიებო კომიტეტმა საქმე მცირეწლოვანის მკვლელობის მუხლით აღძრა. გამოძიების ინფორმაციით, თავდასხმა საბავშვო ბაღში, ბავშვების ძილის დროს მოხდა.

მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ის პოლიციამ უკვე დააკავა.

დღის ამბები