21 დეკემბერი 2024,   17:02
ვრცლად
მომდევნო კვირას სინოდის კიდევ ერთი სხდომა გაიმართება - მთავარი თემა კვლავ მეუფე პეტრე იქნება

"კურიერის" ინფორმაციით, მომდევნო კვირას სინოდის კიდევ ერთი სხდომა გაიმართება. როგორც სანდო წყარომ "კურიერს" განუცხადა, სხდომაზე სასულიერო პირები მეუფე პეტრეს მსახურებიდან განყენებას მოითხოვენ.

სინოდის დღევანდელ სხდომაზე მეუფე პეტრე ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობიდან და სინოდის წევრობიდან გაათავისუფლეს, ასევე მას აუკრძალეს მღვდელმსახურება.

დღის ამბები