21 დეკემბერი 2024,   17:10
ვრცლად
"КГБ-ს გაუძლო და ეს კოღოს ნაკბენები, რაც ახლაა, არანაირად არ არის მისი შემრყევი"- მარგველაშვილი პატრიარქს შეხვდა

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საპატრიარქოში ილია მეორეს ესტუმრა, როგორც შეხვედრიდან გამოსულმა მარგველაშვილმა განაცხადა, ის განვითარებული მოვლენების გამო, პატრიარქის მხარდასაჭერად მივიდა. მარგველაშვილის თქმით, ძალიან ბევრია დამოკიდებული საქართველოს მოქალაქეებზე, რომ საზოგადოებამ თვითგანადგურება არ განახორციელოს:

"მოვედი პოლიტიკური მიზნების გარეშე, რომ ამან არ იმოქმედოს იმ ადამიანზე, ვინც საქართველოზე უზარმაზარი ღვაწლი გასწია. ეს იყო ჩემი აქ მოსვლის მიზეზი. მაგრამ მე დამხვდა ადამიანი, აბსოლუტურად წელში გამართული, მომავლის ნათელი ხედვით, მე დამხვდა კათოლიკოს-პატრიარქი ისეთი, როგორსაც ვიცნობდი ბოლო 40 წლის განმავლობაში.მე მივხვდი, რომ მის უწმინდესობას გავლილი აქვს არაერთი ძალიან მძიმე დღე ჩვენი ქვეყნისათვის ბრძოლაში. КГБ-ს სპეცსამსახურები ცდილობდნენ, რომ შეეცვალათ მისი ღირებულებები, ჩვენი ქვეყნის მიმართ სამსახური და იმ ფონზე როდესაც КГБ-ს გაუძლო და საბჭოთა იმპერიის დანგრევას მოესწრო, ეს კოღოს ნაკბენები, რაც ახლა არის მის მიმართ, ეს არანაირად არ არის მისი რაიმენაირად შემრყევი. მე მინდა ქართულ საზოგადოებას ვუთხრა, რომ პირველ რიგში პატრიარქი არის ნათლად მხნედ. ჩვენზეც ძალიან ბევრია დამოკიდებული, კიდევ ერთხელ მოვახერხებთ თუ არა, რომ თვითგანადგურება არ განვახორციელოთ,"- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

დღის ამბები