21 დეკემბერი 2024,   17:20
ვრცლად
"იღუმენია აქ გამოდიოდა თავხედურად... იყვნენ სხვებიც, რომლებმაც ეკლესია დააყენეს რთულ ვითარებაში, ვერ ამოვედით ჟურნალისტების პირიდან" - მეუფე ანდრია

გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ "კურიერის" ეთერში სინოდის დღევანდელ სკანდალურ სხდომაზე და მარტვილის ეპარქიის სასულიერო პირების მიერ გაკეთებულ ხმაურიან განცხადებებზე ისაუბრა. მეუფე ანდრიამ გააკრიტიკა იღუმენია თამარ გამყრელიძე, რომელმაც განაცხადა, რომ ის არ აპირებს ეპარქიის ახალ მმართველთან იმსახუროს:

"მე ვერაფერს ვერ ვიტყვი, მონაზონის შესახებ, რომელიც აქ გამოდიოდა და სამწუხაროდ მონაზონისთვის ძალზე კადნიერად და თავხედურად.

მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ ის დაელოდება  ამ მღვდელმთავარს, რომელიც უნდა ჩავიდეს იქ და მას გადააბარებს ეპარქიას," - განაცხადა მეუფე ანდრიამ

გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრეს შესახებაც ისაუბრა და პატრიარქის სიტყვები მოიყვანა იმასთან დაკავშირებით, რომ მეუფე პეტრე ერთ-ერთი გამორჩეული მღვდელმთავარი იყო, თუმცა ბოლო დროს ძალიან შეიცვალა:

"მეუფე პეტრეს ვიცნობ დიდი ხანია, ვხედავდი მის შრომას და მონდომებას, მის თავდადებას ხევის ეპარქიაში და დღეს ჩვენმა კათოლიკოს-პატრიარქმა შეახსენა მას და გამოთქვა თავისი გულისტკივილი და გაკვირვება, რომ ერთ-ერთი გამორჩეული მღვდელმთავარი იყავი და რა დაგემართაო, მე მჯერა, რომ მეუფე პეტრეს ჩვენი პატრიარქისადმი, გულში აქვს შენარჩუნებული პატივისცემა და სიყვარული იმიტომ, რომ ის მთელი სინოდის განმავლობაში ცდილობდა, რომ კათოლიკოს პატრიარქისთვის ეთქვა, რომ მე თქვენი შეურაცხყოფა არ მქონია განზრახული და თუ ჩემმა მოქმედებამ მოგაყენათ შეურაცხყოფა, მე გთხოვთ პატიებასო. მან დაუჩოქა კიდევაც, მაგრამ ეს არ არის სინანულის გამო.

ეს არ არის მხოლოდ დღევანდელი დღის მოვლენა, რამდენიმე წელია ჩვენ, ეკლესია ვერ ამოვედით უკაცრავად თქვენი, ჟურნალისტების პირიდან. იმაზე უფრო მეტი აჟიოტაჟია ატეხილი, ვიდრე ხდება. არა მარტო მეუფე პეტრე, იყვნენ სხვებიც რომლებიც თავიანთი უადგილო არაკორექტული განცხადებებით ეკლესია დააყენეს რთულ ვითარებაში,"- აღნიშნა მიტროპოლიტმა.

მეუფე ანდრიას თქმით, მეუფე პეტრე თავდასხმით რეჟიმში ესაუბრებოდა სინოდის წევრებს, თუმცა შეეძლო, რომ პროცედურული საკითხების დაცვით დაეყენებინა ეს საკითხები და მიეღო პასუხები.

დღის ამბები