21 დეკემბერი 2024,   16:54
ვრცლად
"ხელისუფლებაში ბოდვა უწოდეს მეუფე იაკობის განცხადებას, რომელიც ჩემი რწმენით არ არის ბოდვა"- ნიკა მელია

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, ბოდბელი ეპისკოპოსის მიერ გაკეთებულ სკანდალურ განცხადებებს არც სინოდის და არც სახელმწიფო ორგანოების მხრიდან სათანადო ყურადღება არ მიექცა:

"კითხვები არ დავსვათ იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხება სახელმწიფოს ერთიანობას? კონსტიტუციური გადატრიალების მცდელობას? მეუფე იაკობმა თქვა შემდეგი, რომ პრემიერ-მინისტრის კაბინეტში, მოქმედი პრემიერ-მინისტრის და შს მინისტრის თანდასწრებით, განიხილეს ის საკითხები, რომელიც არ უნდა განხილულიყო და დღეს წმინდა სინოდმაც არ დაგმო.  კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ არის ჩემი საქმე,  მაგრამ აძლიერებს ჩემს არგუმენტს, რომ იქ არის მძიმე დანაშაულის ნიშნები. შედეგად რა მივიღეთ ხელისუფლების მხრიდან? რა პასუხი? ყრუ კედელი. მეტიც ბოდვა უწოდეს მეუფე იაკობის იმ განცხადებას, რომელიც ჩემი რწმენით არ არის ბოდვა.

მეუფე იაკობს რომ დაესახელებინა იმ გახმაურებული შეხვედრის ფიგურანტად პოლიტიკოსი ნიკა მელია, გრიგოლ ვაშაძე, კობა ნაყოფია, მე ვფიქრობ რომ ხელისუფლება დაუყოვნებლივ მოახდენდა რეაგირებას და მინიმუმ რამდენიმე საათში დაკითხვაზე დაგვიბარებდნენ, იმიტომ რომ ეს არის კონსტიტუციური გადატრიალება, რაც მან ახსენა.  ეს ვერ დარჩება მხოლოდ სინოდის პრეროგატივად, აქ სახელმწიფოებრივ საფუძვლებს ადგებოდა დარტყმა,"- განაცხადა ნიკა მელიამ.

ნაციონალური მოძრაობის ლიდერის თქმით, სასულიერო და საერო პირებს ყურადღება და გულისხმიერება მართებთ, რომ პროცესები კიდევ უფრო არ გართულდეს:

მეუფე პეტრეს რაოდენ მიუღებელი განცხადებაც არ უნდა გაეკეთებინა უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობს თავის ეპარქიაში, ჩვენ არ უნდა მივიღოთ კონფლიქტი გადაზრდილი განხეთქილებაში. ეს ეხება ერსაც და არა მარტო ბერს," - აღნიშნა ნიკა მელიამ.

დღის ამბები