21 დეკემბერი 2024,   17:01
ვრცლად
"დაბულინგებულებივით ვართ​, გაგვიფრთხილდით თქვენს მრევლს და გაუფრთხილდით საქართველოს"- გია ვოლსკი საპატრიარქოს სკანდალზე

საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი გამოეხმაურა. კურიერის წამყვანის კითხვაზე, ხედავს თუ არა ის ამ დაძაბულობაში რუსეთის კვალს, ვოლსკიმ უპასუხა, რომ რუსეთი საქართველოში დაპირისპირებას თუ არ შექმნის, არსებულ დაპირისპირებას გამოიყენებს:

"პოლიტიკაში რუსული თემით ექსპლუატაცია არის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ბერკეტი, რომ კიდევ ვიღაცამ თავი გამოიჩინოს, მაგრამ რეალურად შეხედეთ სიტუაციას, რუსეთის ის რესურსი, რომ ქონდეს ადამიანს ხელთ, რაც რუსეთს გააჩნია, რასაკვირველია იზრუნებს იმისათვის, რომ მუდმივი დაპირისპირება იყოს საქართველოში. მეორე, რუსეთის გარეშე თუ შეიქმნა ეს დაპირისპირება და არაფერ შუაშიც, რომ არ იყოს და ჩვენთვის კარგად ცნობილი პოლიტიკური პარტიის ინტერესებში არ იყოს არეულობა, რა საკვირველია რუსეთი გამოიყენებს, ან თვითონ შექმნის," - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვოლსკის თქმით, ხელისუფლების მთავარი მიზანია ქვეყნის სტაბილურობა და ამ სტაბილურობის შენარჩუნებაში ეკლესიასაც დიდი როლი აქვს:

"არ მინდა სკანდალური განცხადება გავაკეთო, ისედაც დაბულინგებულებივით ვართ პოლიტიკოსები, გულწრფელი საუბარი ხშირ შემთხვევაში არც ისე დაფასებულია ჩვენ მედია სივრცეში.

ეკლესიასაც ვთხოვ, ქედის მოხრით იმ მამაოების მიმართ, რომლებიც შესანიშნავი პირები არიან თავისი იუმორის გრძნობით, თავისი რწმენით, ქვეყნის სიყვარულით, რომ გაგვიფრთხილდით თქვენს მრევლს და გაუფრთხილდით საქართველოს," - განაცხადა გია ვოლსკიმ "კურიერის" ეთერში. 

დღის ამბები