21 დეკემბერი 2024,   17:07
ვრცლად
"სააკაშვილის გამოხტომა და ჯვრის ტრიალი, რამეზე ხომ არ მიგანიშნებთ? გადააბით ყველაფერი და სწორად დაინახავთ რაც ხდება"- გია ვოლსკი

"პრაგმატულად შეხედეთ სიტუაციას, როგორ შეიძლება ხელისუფლებას რაიმე სახით ეკლესიას რყევა აწყობდეს?"- ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, პარლამენტის უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ "კურიერის" პირდაპირ ეთერში გააკეთა.

"ვის აწყობს გადახედეთ. ვის მიმართ აქვთ პოლიტიკური ინტერესები და სიმპატიები, მათ ვინც პატრიარქს დარტყმას აყენებს?"

კითხვაზე, ან რატომ უნდა აწყობდეს სხვას ქვეყანაში დესტაბილიზაცია, გია ვოლსკი არ აკონკრეტებს, ვის მოიაზრებს ეკლესიის მოწინააღმდეგე მხარედ, თუმცა ამბობს, რომ სხვა რესურსი იმისათვის, რომ "პატრიარქის მოწინააღმდეგეებმა" რაიმე სახით წინსვლა მოიპოვონ, რაც სამწუხაროდ ახასიათებს პოლიტიკურ ცხოვრებას, აღარ არსებობს.

გიორგი ვოლსკი, რამდენიმე დღის წინ, მიხეილ სააკაშვილის მიმართვასაც გამოეხმაურა, უმრავლესობის ლიდერმა ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებში, ირიბად და მინიშნებით, სწორედ საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაადანაშაულა.

"რა იყო სააკაშვილის რამდენიმე დღის წინ გამოხტომა და ჯვრის ტრიალი როგორი მართლმადიდებელია ის? რამეზე ხომ არ მიგანიშნებთ წინასწარ ყველაფერი? გადააბით ერთმანეთს ყველაფერი და სწორად დაინახავს ნებისმიერი ანალიზის უნარის მქონე ადამიანი რაც ხდება,"- ამბობს გია ვოლსკი.

დღის ამბები