24 აპრილი 2024,   19:43
ვრცლად
სინოდის შუამდგომლობა მსჯავრდებული დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობას არ ეფუძნება - თეა წულუკიანი

"განჩინებასა და შუამდგომალობაში აღნიშნულია, რომ სინოდმა გადაწყვიტა საქართველოს პრეზიდენტს მიმართოს მამალაძის შეწყალების თხოვნით ორი მიზეზით, ერთი, ეს არის ოჯახური მდგომარეობა და მეორე არის შეწყალების არაერთგზის მოთხოვნა," - ამის შესახებ განმარტება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გააკეთა.

ვიცე-პრემიერის განცხადებით , "სინოდის შუამდგომლობაში არ წერია, რომ ეს შუამდგომლობა გაკეთდა ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე."

თეა წულუკიანი ვარაუდობს, რომ სინოდმა გაიზიარა კონსილიუმების დასკვნაზე დამყარებული სამედიცინო პოზიცია, თუმცა ალტერნატიული ექსპერტიზის პასუხები ცნობილი ჯერ არ არის.

"დაველოდებით ამ დასკვნას და ჩამოვყალიბდებით, იმსახურებს თუ არა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, გააგრძელოს ციხის საავადმყოფოში ყოფნა თუ დაბრუნდეს საპატიმროში,"-განაცხადა წულუკიანმა.

დღის ამბები