გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში დამატებით სამი ათასი კვადრატული მეტრის ფართობზე ასფალტის საფარი იგება.
დაგეგმილია გარე განათების ქსელების რეაბილიტაცია, გზის სავალ ნაწილზე მოეწყობა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი სპეციალური ზოლიც.
ვეკუასა და ხიზანიშვილის თითქმის რვა კილომეტრიანი ქუჩების რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 11 მილიონზე მეტი დაიხარჯება.
მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი გაეცნო.