18 ნოემბერი 2024,   06:56
ვრცლად
მორიგი დაპირისპირება "ამირანთან“ - აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ

მორიგი დაპირისპირება კინოთეატრ "ამირანთან“ - აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს  დაუპირისპირდნენ. ამ ფაქტის შემდეგ, წინასწარი ცნობით, სამართალდამცველებმა კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს.

ტერიტორიაზე კვლავ ძალოვანი უწყების განსაკუთრებული მობილიზებაა. ადგილზე იმყოფებიან სასულიერო პირებიც.  

ცოტა ხანში, ფილმის პრემიერის ჩვენების მეორე სეანსი უნდა დაიწყოს. მაყურებელს კინოთეატრის შენობაში განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომების გავლისა და სპეციალურ დეტექტორეზე შემოწმების შემდეგ უშვებენ. 

დღის ამბები