03 ოქტომბერი 2024,   17:27
ვრცლად
დარჩეთში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

გურჯაანის რაიონის სოფელ დარჩეთში მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც "კურიერის" ჟურნალისტი იტყობინება, წინასწარი ინფორმაციით, 70 წლამდე მამაკაცმა ცოლს ყელი დანით გამოჭრა. მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იყო.

შემთხვევა დაახლოებით 21 საათზე მოხდა. მამაკაცი უკვე დაკავებულია. ამ წუთებში კი მიმდინარეობს გარდაცვლილი ქალის ცხედრის გურჯაანის პროზექტურაში გადასვენება.

 

დღის ამბები