03 ოქტომბერი 2024,   17:22
ვრცლად
კახეთში მოკლული 68 წლის ქალია, - შსს მკვლელობის დეტალებს ასაჯაროებს

შსს–ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1941 წელს დაბადებული იური ჩ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.  

დაკავება ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ცხელ კვალზე მოხდა.

ამის შესახებ ინფორმაცია შსს ავრცელებს.

შსს-ს ინფორმაციის თანახმად, დაკავებულმა გურჯაანის რაიონის სოფელ დარჩეთში, თავის საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას მის მეუღლეს 1946 წელს დაბადებულ ნათელა ჯ–ს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილი უკვე  პროზექტურაშია გადასვენებული. 

სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად იური ჩ. გურჯაანში, სოფელ დარჩეთში მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს.

დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

დღის ამბები