"თეთრი ხალათების" აქციას ექიმები რეგიონებიდანაც უერთდებიან. ისინი სხვადასხვა კლინიკების წინ შეიკრიბებიან და ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას გააპროტესტებენ.
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპანტების მიერ უკანონოდ არის დაკავებული და ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
მედიკოსები შესაბამის უწყებებს რეიაგირებისკენ მოუწოდებენ და შეახსენებენ, რომ ექიმები ხელშეუხებლები უნდა იყვნენ.
"თეთრი ხალათების" აქციას ქუთაისსა და ზუგდიდშიც უერთდებიან. მედიკოსების განცხადებით, ისინი მათ კოლეგას მხარდაჭერას უცხადებენ და იმედოვნებენ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობიდან მალე გათავისუფლდება.
"ვისაც ხელეწიფება, შევახსენოთ, რომ ექიმი ხელშეუხებელია და ერთი აგურის დადება ჩვენც შეგვიძლია ამ საქმეში,"- აღნიშნა რეფერალური ჰოსპიტალის ექიმმა ლაშა გრიგოლაიამ "კურიერთან" საუბრისას.