18 ნოემბერი 2024,   05:43
ვრცლად
ერთპიროვნული გადაწყვეტილებები არასდროს ყოფილა ბიძინა ივანიშვილის დღის წესრიგში - გია ვოლსკი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ბიუროს სხდომაზე "ქართულ ოცნებაში" არსებულ იმ დაპირისპირებაზე ისაუბრა, რის შედეგადაც 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩავარდა. 

ვოლსკიმ აღნიშნა, რომ მცდარია აზრი, თითქოს პარტიაში გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად ბიძინა ივანიშვილი იღებს. 

"ძალიან სერიოზული გამოცდის წინაშე იდგა უმრავლესობა. აზრი რეალურად გაიყო და ეს ახალი არ არის. ამათმა რაც არ უნდა ისაუბრონ იმაზე, რომ პარტიის ლიდერი არის ვინც განაპირობებს ყველაფერს და მისი ერთი დაძახება საკმარისია იმისათვის, რომ ყველა იყოს ერთი და იგივე აზრზე, არ არის ასე. მე რაც ვიცნობ, ბიძინა ივანიშვილს, არასდროს არ ყოფილა ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღება იმ დღის წესრიგში, რომლითაც ვიცხოვრეთ დღემდე,"- განაცხადა ვოლსკიმ. 

დღის ამბები