06 ოქტომბერი 2024,   08:19
ვრცლად
სამწუხაროა, რომ არ არის ურთიერთგაგება მთავრობასა და ოპოზიციას შორის - ილია მეორე ელჩებთან შეხვედრისას

საქართველოს საპატრიარქო 25 ნოემბერს ილია მეორისა და საქართველოში აკრედიტებული ელჩების შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

საპატრიარქოს ინფორმაციით, კათოლიკოს-პატრიარქმა ელჩებს ვიზიტისა და საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმ რთულ მდგომარეობაზე ისაუბრა, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი. ილია მეორის თქმით, სამწუხარო ფაქტია, რომ მთავრობასა და ოპოზიციას შორის ურთიერთგაგება არ არის:

"ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, როცა მრავალი პრობლემა არის სახელმწიფოებში და მათ ურთიერთობებში. მოგეხსენებათ, არაერთი პრობლემა აქვს საქართველოსაც. უპირველეს ყოვლისა კი ის, რომ ტერიტორიული მთლიანობაა დარღვეული. 20 % – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ჯერჯერობით არ არის ჩვენი კონტროლის ქვეშ. მე 11 წელი ვიყავი აფხაზეთის მიტროპოლიტი და აფხაზეთიდან ამირჩიეს საქართველოს პატრიარქად 42 წლის წინ, ბუნებრივია, ეს მხარე მეტად მტკივნეულია ჩემთვის.

სამწუხარო ფაქტია ისიც, რომ არ არის ურთიერთგაგება მთავრობასა და ოპოზიციას შორის. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა ვისწავლოთ მოსმენა ერთმანეთისა. მოსმენით და ურთიერთგაგებით ჩვენ მივაღწევთ იმას, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას.

მე მადლობელი ვარ და საქართველო მადლობელია თქვენი დახმარებისა, თქვენი თანადგომისა," - განაცხადა პატრიარქმა.

დღის ამბები