11 ოქტომბერი 2024,   21:09
ვრცლად
ყოველი პლენარული სხდომის ჩატარების დღეს იქნება პარლამენტის პიკეტირება - ბოკუჩავა

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის თინა ბოკუჩავას განცხადებით, ხელისუფლებამ ხვალინდელი პლენარული სხდომა გადადო, თუმცა ამბობს, რომ ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებას ყოველი პლენარული სხდომის ჩატარების წინ მოახდენს.

ამის შესახებ ბოკუჩავამ "ლეიბორისტულ პარტიაში" ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

"შეშინებულმა ხელისუფლებამ ხვალინდელი პლენარული სხდომა გადადო. შეიძლება ჰქონდეთ მცდელობა, რომ ჩაატარონ ხუთშაბათს. ამ შემთხვევაში ხუთშაბათს იქნება პიკეტირება. თუ პარასკევს ჩაატარებენ, პარასკევს იქნება პიკეტირება. თუ მომავალ კვირას ჩაატარებენ, მაშინ იქნება პიკეტირება. მუდმივად შევუქმნით დისკომფორტს ხელისუფლებას, ვიდრე არ შეასრულებენ დანაპირებს," - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

დღის ამბები