06 ოქტომბერი 2024,   07:45
ვრცლად
ოპოზიცია ხელისუფლებასთან საუბარს საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით გეგმავს

იაგო ხვიჩია არ გამორიცხავს, რომ ოპოზიციამ  ხელისუფლებასთან საუბარი  საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით დაიწყოს და ამასთან, პიკეტირების გარდა, სხვა საშუალებებსაც მიმართოს. 

ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა "გირჩის"  ლიდერმა იაგო ხვიჩიამ, "ლეიბორისტული პარტიის" ოფისიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

"ხუთშაბათს არის, სავარაუდოდ, პარლამენტის პლენარული სხდომა დაგეგმილი და მაგ დროისთვის იქნება გამოყენებული პიკეტირება. ასევე, გამოყენებული იქნება სხვა ფორმებიც. მხოლოდ პიკეტირება არ არის შემაწუხებელი. მაქვს სხვა გეგმები და არ მინდა საჯაროდ საუბარი ჯერჯერობით ამაზე. არ გამოირიცხება მოლაპარაკებები ხელისუფლებასთან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით. ეს გეგმაც მუშავდება," - განმარტა იაგო ხვიჩიამ.

პარლამენტთან აქციის პარალელურად ოპოზიციის ლიდერების მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს.მასპინძელი კვლავ შალვა ნათელაშვილია. შეხვედრის დაწყების წინ ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ აქციებს და პიკეტირებას პერმანენტული სახე ექნება, გადასაწყვეტია მორიგი ფართომასშტაბიანი აქციის კონკრეტული თარიღი.

დღის ამბები