11 ოქტომბერი 2024,   21:52
ვრცლად
რა ევალება ქვეყანას ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში - დავით ზალკალიანი ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით გამოვა  

საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება - ოფიციალური ცერემონიაზე, რომელიც ხვალ გაიმართება, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი, სიმბოლურად, ევროპის საბჭოს გასაღებს, ოფიციალურად გადაიბარებს.

დავით ზალკალიანი ასევე, მინისტრთა მოადგილეების კომიტეტს მიმართავს და იმ პრიორიტეტებს გააცნობს, რის მიხედვითაც, საქართველო მომდევნო 6 თვის განმავლობაში საკუთარ საქმიანობას განახორციელებს. 

პრიორიტეტებს შორისაა ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვაა, ასევე პოლიტიკის განხორციელებაში საზოგადოების ჩართულობა, ბავშვებზე მორგებული მართლმსაჯულება და დემოკრატიზაცია ახალგაზრდების ჩართულობით.  

 "აღიმართება საქართველოს დროშა ქართული ჰიმნის ფონზე, შემდეგ შესრულდება ევროპის ჰიმნი და იქნება სიტყვით მიმართვა გენერალური მდივნის მიერ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ, მერიის წარმომადგენლის მიერ და საფრანგეთის ელჩის მიერ. აღნიშნულის შემდეგ, გაიმართება დღის მეორე ნახევარში სხდომა, რომელ სხდომაზეც საფრანგეთის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრი შეაჯამებს საფრანგეთს მიერ გაწეულ 6-თვიან თავმჯდომარეობას, ხოლო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ისაუბრებს საქართველოს პრიორიტეტებზე. შემდეგ სიმბოლურად მოხდება ბატონი დავით ზალკალიანისთვის გასაღების გადმოცემა მომავალი 6 თვის განმავლობაში" - ამბობს საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში, ირაკლი გივიაშვილი.

პრივილეგია ქვეყანას ევროსაბჭოში გაწევრიანებიდან ზუსტად 20 წლის თავზე ენიჭება. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარეობას ჩაიბარებს.

დღის ამბები