18 ნოემბერი 2024,   08:20
ვრცლად
"დემიშიზაცია" ქუთაისიდან იწყება - გაერთიანებული ოპოზიციის ოფისს აქციის მონაწილეები საღებავებს ესვრიან

დემიშიზაცია ქუთაისიდან იწყება - ამ მოწოდებით ქუთაისში მსვლელობა მიმდინარეობს. "ქართული ოცნების" წევრები და მხარდამჭერები თეთრ ხიდზე შეიკრიბნენ და "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან გადაინაცვლეს.

"საქართველო ნაცების" გარეშე, შევიკრიბეთ და მშვიდობიანი აქციით გავაპროტესტებთ მათ ქმედებებს.  მათ შეურაცხყვეს საქართველო, ეკლესია და არ ვაპატიებთ. "დემიშიზაცია" ქუთაისიდან იწყება," - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

აქციის მონაწილეები გაერთიანებული ოპოზიციის ოფისს საღებავებს და კვერცხებს ესვრიან.

"ნაციონალური მოძრაობა" უნდა გადავაგდოთ, არ გვინდა... ჩემი მოთხოვნაა, რო  არ დაბრუნდნენ არც ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო, - განაცხადა აქციის მონაწილემ

"გამოიყვანეს ახალგაზრდები და აუბედურებენ თავიანთი პისსისხლიანი ქცევებით. ნაციონალური მოძრაობის წევრებმა მთლიანად ქვეყანა უნდა დატოვონ," - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

 ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

დღის ამბები