ღამით, აქციაზე ოპოზიციის მხოლოდ ნაწილი დარჩა. ლიდერებს აქციის მონაწილეებისთვის, ღამის განმავლობაში, პოლიტიკური განცხადებებით აღარ მიუმართავთ.
კოალიცია "ცვლილებებისთვის" წევრის, ნიკა გვარამიას განცხადებით, პროტესტი მიზნის მიღწევამდე გაგრძელდება.
"აქ ვიდგებით, სხვაგანაც დავდგებით სხვა დღეს იმიტომ, რომ ეს ქვეყანა ჩვენია და არ ვაპირებთ მის დათმობას არავისთვის. დარბევას დააპირებენ?! - ჩვენც ვუპასუხებთ. ადამიანები აქ არიან ისე, როგორც შეუძლიათ, ცხელ სასმელებს სვამენ, ცდილობენ, რომ გაძლონ და გაძლებენ. ვისაც დაგვეძინება, დავიძინებთ", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრის, სოფო ჯაფარიძის განცხადებით პროტესტი "მოპოვებული გამარჯვების" დაბრუნებამდე გაგრძელდება.
"ყოველ წამიერი, წუთიერი, დღიური პროტესტი - პროტესტი იქამდე, სანამ ქართველი ხალხი არ დავიბრუნებთ მოპოვებულ გამარჯვებას. ვერ გაგვაჩერებენ, ვერ შეგვაშინებენ, ერთი წუთით არ გავჩერდებით და აუცილებლად მივალთ საბოლოო წერტილამდე, გამარჯვებამდე. ჩვენს ქვეყანას დავაბრუნებთ ევროპულ გზაზე", - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.