18 ნოემბერი 2024,   08:20
ვრცლად
ორჯერ წყალს მივასხამთ და ესეც არ მოსწონთ, აწი წყალს გავათბობთ - შს მინისტრი აქციების დაშლაზე

"თუ ხელკეტს, რეზინის ტყვიებს და გაზს არ ვხმარობთ და, ელემენტარულად, ორჯერ წყალს მივასხამთ, მაგაზეც გვლანძღავენ, რომ როგორ შეიძლება სიცივეშიო. ახლა ვცდილობთ, რომ გავათბოთ წყალი," - ეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა აქციების დაშლასთან დაკავშირებით გააკეთა.

გომელაურის თქმით, პოლიციას ქმედებაშიც და უმოქმედობაშიც, ერთნაირად სდებენ ბრალს.

"სამწუხაროა, ძალიან ხშირად ხდება, რომ უმოქმედობაში ვართ. ვთქვათ, ხელკეტსაც არ ვხმარობთ, ამ შემთხვევაში არც რეზინის ტყვიებს, არც გაზს და ელემენტარულად ორჯერ წყალს მივასხამთ, მაგაზეც გვლანძღავენ, რომ როგორ შეიძლება სიცივეში. ახლა ვცდილობთ, რომ გავათბოთ წყალი, და თბილი წყალი გამოვიყენოთ ხოლმე, ვმოქმედებთ, არ მოსწონთ, არ ვმოქმედებთ, არ მოსწონთ, რთულია, ჩვენ ვცდილობთ, რომ არ ცერთი მხარე არ დაზიანდეს, არ მოხდეს შეხლა-შემოხლა და განვარიდოთ ერთმანეთს,"- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

დღის ამბები