03 ოქტომბერი 2024,   17:29
ვრცლად
ყაზბეგის გამზირზე დაჭრილი პოლიციელის მდგომარეობა გაუმჯობესდა

ყაზბეგის გამზირზე მომხდარი ინციდენტის დროს დაჭრილი პოლიციელი რეანიმაციულ განყოფილებას სავარუდოდ რამდნეიმე დღეში დატოვებს. თუმცა ექიმების თქმით, გაცილებით მძიმეა ბიძინა მურადაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ის ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

გამოძიების ინფომრაციით, სწორედ მურადაშვილმა გაუხსნა ცეცხლი ადგილზე მისულ პატრულს. ოჯახური კონფლიქტის დროს მომხდარი სროლის ფაქტს პროკურატურა განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით იძიებს.

შემთხვევა ყაზბეგის 28 ა ნომერში გუშინ მოხდა. მურადაშვილების ოჯახში სამართალდამცველები დაჭრილის მეუღლემ გამოიძახა.

ამავე თემაზე
დღის ამბები