03 ოქტომბერი 2024,   17:28
ვრცლად
გოგა ხაჩიძე შსს-ს ორმაგი სტანდარტებით მუშაობაში ადანაშაულებს.

გოგა ხაჩიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს ორმაგი სტანდარტებით მუშაობაში ადანაშაულებს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ჟურნალისტებთან ვიდეო მასალა წარადგინა, რომელზეც ასახულია გუშინ გვიან ღამით, „ელ დეპოში“ მომხდარი დაპირისპირება.

ხაჩიძის თქმით კადრებში კარგად ჩანს, თუ როგორ აპატიმრებს პოლიცია ჩხუბში მონაწილე მხოლოდ ერთ მხარეს, მეორე კი საკუთარი მანქანით ისე ტოვებს ტერიტორიას, რომ სამართალდამცავები მას წინააღმდეგობას არ უწევენ.

გოგა ხაჩიძე შინაგან საქმეთა სამინისტროსგან იმ პირის იდენტიფიცირებას მოითხოვს, რომელმაც ჩხუბის შემდეგ შემთხვევის ადგილი დატოვა. გარდა ამისა ხაჩიძე კონფლიქტის კანონის დაცვით გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს.

შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება მხარეებს შორის ვაჯა-ფსაველაზე მოხდა. გოგა ხაჩიძის მიერ გავრცელებული ინფორმაციით შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის 10-მდე ეკიპაჟი იყო მობილიზებული.  

დღის ამბები