18 ნოემბერი 2024,   08:19
ვრცლად
ორპალატიანი სისტემა ქვეყნის პოლიტიკურ სტაბილურობას უზრუნველყოფს - ხუნდაძე საკუთარ ინიციატივაზე

 "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, რომელიც სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ერთ-ერთი ინიციატორია, აცხადებს, რომ ეს სისტემა ქვეყნის პოლიტიკურ სტაბილურობას უზრუნველყოფს.

ხუნდაძის თქმით, მას შემდეგ, რაც ქვეყანა ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენს, აღნიშნული სტრუქტურა გადაიხედება.

"პროექტი ითვალისწინებს ამერიკულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. იქნება ორპალატიანი სისტემა, მე ვფიქრობ, ეს მაღალ ხარისხში უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილურ პოლიტიკურ განვითარებას. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ უშუალო კავშირი მოსახლეობასა და პარლამენტს შორის იქნება მაღალ ხარისხში აყვანილი.

37-ე მუხლში შეგვაქვს ცვლილება, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ გადაიხედება, თვითონ სტრუქტურაც და იქნება შესაბამისობაში მოყვანილი,"- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

შეგახსენებთ, რომ დიმიტრი ხუნდაძე ერთ-ერთია იმ "ამბოხებული მაჟორიტარებიდან", ვინც 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკონსტიტუციო ცვლილების კანონპროექტი ჩააგდო. მოგვიანებით, ხუნდაძემ სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ინიცირება დააანონსა და პარლამენტში 10 მაჟორიტარი დეპუტატიც გადაიბირა. 

დღის ამბები