ზუსტ და საბუნებისმეტყველო საგნების ოლიმპიადებში გამარჯვებული, ზაფხულის სამეცნიერო სკოლის მონაწილე საუკეთესო მოსწავლეები და მათი პედაგოგები შვეიცარიაში, ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში იმყოფებოდნენ.
ცერნში მოსწავლეები ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შეხვდნენ, უახლეს ტექნოლოგიებს, ახალ აღმოჩენებს და იმ მნიშვნელოვან პროექტებს გაეცნენ, რაზეც ცერნის მეცნიერები მუშაობენ.