დღეს, 15:00 საათზე "ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა დაინიშნა.
გავრცელებული ინფორმაციით, მას პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს.
მმართველი გუნდი, სავარაუდოდ, საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით ოპოზიციისა და დიპლომატების მიერ შეთავაზებულ წინადადებაზე იმსჯელებს.