"ევროპაბეთი" ეტაპობრივად უარს ამბობს ყველა ისეთ კომუნიკაციაზე, რომლებიც, დიდი ალბათობით, სცილდება აუდიტორიას და შეუძლებელი ხდება მაყურებლის ასაკის კონტროლი.
კერძოდ, კომპანია უარს ამბობს გარე რეკლამაზე და საათობრივად ზღუდავს რეკლამას როგორც ტელერადიო, ასევე - ინტერნეტსივრცეშიც.
"მომავალი წლიდან "ევროპაბეთი" გეგმავს ახალი სტანდარტის შემოტანას საქართველოს სათამაშო ბიზნესში. ეს არის პასუხისმგებლიანი თამაში, რომელიც მოიცავს 3 ძირითად მიმართულებას: პასუხისმგებლობა ბიზნეს პროცესებში, პასუხისმგებლობა მარკეტინგულ კომუნიკაციებში და პასუხისმგებლობა საზოგადოების მიმართ.
მომხმარებელს შეეძლება მიიღოს შეტყობინებები თამაშის პროცესში, თუ რამდენი ხანი თამაშობს, რამდენი აქვს დახარჯული და ამის შეეძლება მომხმარებელს ან გააგრძელოს თამაში, ან გამოვიდეს თამაშიდან," - განაცხადა "ევროპაბეთის" წარმომადგენელმა.