18 ნოემბერი 2024,   08:19
ვრცლად
არც ერთ სახელმწიფო სტრუქტურას, ამგვარი ცენტრის შექმნის რაიმე ინიციატივასთან შეხება არ აქვს - ზურაბ აბაშიძე

პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი, რუსული კულტურის ცენტრთან დაკავშირებით კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს და ამბობს, რომ რუსულ მხარესთან მსგავსი ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს და არც წარსულში ყოფილა. 

ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ დღევანდელ კონფერენციაზე, სადაც რუსული კულტურის ცენტრის ირგვლივ და მისი გახსნის შემთხვევაში წარმოქმნილ პრობლემებზე საუბრობდნენ, არ მიუწვევიათ. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში მიიჩნევს, რომ შეხვედრას "ნაციონალური მოძრაობასთან" დაკავშირებული პირები ესწრებოდნენ.   

“ჩვენ გადავამოწმეთ ეს ინფორმაცია და მთელი პასუხისმგებლობით ვადასტურებ, რომ არც ერთ სახელმწიფო სტრუქტურას, ამგვარი ცენტრის შექმნის რაიმე ინიციატივასთან შეხება არ აქვს და არც ჰქონია. რაც შეეხება ერთ-ერთ კომერციულ ორგანიზაციას, რომელიც 2014 წლიდან ეწევა რუსული ენის სწავლებას, არც ის გეგმავს თავისი საქმიანობის ამ სახით გაფართოებას. ის, რომ დღევანდელი კონფერენციის ორგანიზატორებმა არ ჩათვალეს საჭიროდ არც ჩვენი მოწვევა, არც ჩვენი მოსმენა, გვაფიქრებინებს, რომ საქმე გვაქვს ნაცმოძრაობის მორიგ პოლიტიკურ პერფორმანსთან“ - აცხადებს ზურაბ აბაშიძე.

რუსული კულტურის ცენტრის საწინააღმდეგოდ რამდენიმე ღონისძიება ჩატარდა, რომელსაც სამოქალაქო სექტორი, ოპოზიცია და უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე სპეციალისტები.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები