ჟენევაში, გაეროს ოფისთან, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ახლობლები ექიმის გათავისუფლებას ითხოვენ.
შეგახსენებთ, ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 50-ე რაუნდი მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც დღეს ჟენავაში ისაუბრებენ, ქართველი ექიმის გათავისუფლებაა.