ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ საქართველოში. სახალხო დამცველმა ევროკავშირის, ევროპის საბჭოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად მეტროსადგურ "რუსთაველის" მიმდებარე ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღის აღსანიშნავი ყოველწლიური ღონისძიება გამართეს.
სახალხო დამცველის განცხადებით, ღონისძიებაში განსაკუთრებული ადგილი დაეთმო მოქალაქისა და პოლიციელის ურთიერთობას.
ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა ინფორმაციული შეჯიბრებები და თამაშები, სადაც გამარჯვებული მონაწილეები დააჯილდოვეს. ასევე, მოქალაქეებს დაურიგდათ საინფორმაციო ბროშურები.