26 აპრილი 2024,   19:08
ვრცლად
პარლამენტთან "ქართული ოცნების" მხარდამჭერები მალხაზ მაჩალიკაშვილს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

ხმაური იყო ცოტა ხნის წინ პარლამენტთან - "ქართული ოცნების" მხარდამჭერები პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

ხელისუფლების მხარდამჭერებმა მაჩალიკაშვილი "ნაციონალურ მოძრაობასთან" კავშირში დაადანაშაულეს.

"ქართული ოცნების" მხარდამჭერმა მოძრაობამ "შევინარჩუნოთ სიცოცხლე" პარლამენტთან ოპოზიციის საწინააღმდეგო კარავი დადგა.

როგორც "რუსთავი 2"-თან საუბრისას მოძრაობის ერთ-ერთმა აქტივისტმა შაკო კუჭაშვილმა განაცხადა, ოპოზიციას მოუწოდებენ, "დესტრუქციული ქმედებები შეწყვიტონ." კუჭაშვილის განცხადებით, ოპოზიციური სპექტრი საზოგადოების უმრავლესობის სახელით საუბრობრობს, რაც, მისი შეფასებით, სიმართლეს არ შეესაბამება.

დღის ამბები