03 ოქტომბერი 2024,   17:29
ვრცლად
ვარდების მოედანზე ველოსიპედის სკულპტურა დააზიანეს

"ვარდების მოედანზე" მდებარე ველოსიპედის სკულპტურა დაზიანებულია. ქანდაკებას მოგლეჯილი აქვს სატერფული - ის იქვე კუთხეში დააგდეს. მომხდართან დაკავშირებით არც შინაგან საქმეთა სამინისტროს და არც მერიას დამატებითი ინფოამრცია არ გაუვრცელებლიათ.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით 2 თვის წინ, თბილისის მერმა განაცხადა, რომ "ვარდების მოედანზე" მდებარე ველოსიპედის სკულპტურის გადატანას აპირებს, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით საბოლოოდ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

დღის ამბები