მოძრაობა "გაბედეს" და "შეცვალეს" წევრებმა ქუთაისში მთავარ საახალწლო ნაძვის ხეზე "ქართული ოცნების" ლიდერების ფოტოების ჩამოკიდება სცადეს.
"ბიძინას სათამაშოები" - ასე აფასებენ მოძრაობის წევრები მინისტრებს და დეპუტატებს, რომელთა ფოტოების ნაძვის ხეზე დაკიდება სცადეს, თუმცა მათ მერიის ზედამხედველობის თანამშრომლებმა და სამართალდამცველებმა ამის უფლება არ მისცეს, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა ფოტოები ბუჩქებზე დატოვეს.
"ახალი წელი მოდის და გადავწყვიტეთ, ბიძინა ივანიშვილის სათამაშოებით მოვრთოთ ნაძვის ხე. მილიონები ჯდება ამ "მარიონეტების" შენახვა, ჩვენ მინიმალურ თანხად დავამზადეთ, მაგრამ არ მოგვცეს ნაძვის ხის მორთვის უფლება და სიმბოლურად ბუჩქებზე დავტოვეთ"-განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
სამართალდამცველების თქმით, 150-ე მუხლი იერსახის დამახინჯებას კრძალავს, ამიტომ მოძრაობის წევრებს ამის უფლებას ვერ მისცემენ.