18 ნოემბერი 2024,   08:17
ვრცლად
"რა ჰქვია ამას, თუ არა ქვეყნის ღალატი"- მიტროპოლიტი იოსები სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა

სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ქართულ ჯართან დაკავშირებით შმოქმედის ეპარქია ეხმაურება.

სინოდის წევრი, მიტროპოლიტი იოსები პრეზიდენტის განცხადებას ქვეყნის ღალატად აფასებს.

”როცა ქვეყნის მთავარსარდალი ასეთ განცხადებას აკეთებს, ამას ჰქვია ქვეყნის, ერის ჩაგდება სასოწარკვეთილებაში, ანუ უიმედობაში. ასეთი განცხადება, დავით აღმაშენებელს, ერეკლე მეფეს, ვახტანგ გორგასალს ან სხვა ჩვენ საამაყო მეფეებს რომ გაეკეთებინათ, ჩვენ ყველა ომს წავაგებდით. რა ჰქვია ამას თუ არა ქვეყნის ღალატი. არ დაუჯეროთ ქართველებო ამ შემთხვევით ქალბატონს, ჩვენ ღმერთი გვყავს და გვიფარავს, ჩვენ გადავრჩებით," - განაცხადა მიტროპოლიტ იოსებმა.

შეგახსენებთ, სამეცნიერო წარმომადგენლებთან შეხვედრისას სალომე ზურაბიშვილმა მორიგი ხმაურიანი და სკანდალური განცხადება გააკეთა. საქართველოს პრეზიდენტისა და ქვეყნის მთავარსარდლის განცხადებით, საქართველოს ჯარი და იარაღი არ აქვს და არც ექნება.

"არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის ეკონომიკური პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი. მაგრამ ჩვენ გვაქვს ის უზარმაზარი, ძალიან ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა და ძალიან მდიდარი რეგიონი ამ მხრივ, არა მხოლოდ დღევანდელი დღით, თავისი წარსულით, არქეოლოგიით, რელიგიით, თავისი ძირებით და თავისი მომავლით," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა მეცნიერებთან შეხვედრისას.

დღის ამბები